1 დეკემბერს მსოფლიო შიდსის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს მსოფლიო შიდსის დღე ყოველწლიურად 1 დეკემბერს აღინიშნება და შიდსის პანდემიის მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
შიდსმა მსოფლიოში 2007 წლისთვის 25 მილიონი იმსხვერპლა, ხოლო დაახლოებით 38,6 მილიონი ვირუსმატარებელია, რაც მას ყველაზე დესტრუქციულ ეპიდემიად აქცევს ისტორიაში. მიუხედავად ბოლო დროს ანტირეტროვირუსული მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა მსოფლიოს მრავალ რეგიონში, 2005 წელს შიდსის ეპიდემიამ 3,1 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა და მათ შორის 570.000 ბავშვი იყო.
მსოფლიო შიდსის დღის აღნიშვნის იდეა 1988 წელის შიდსის პრევენციის პროგრამით ჯანდაცვის მინისტრების სამიტზე გაჩნდა. მას შემდეგ ეს იდეა მრავალმა მთავრობამ, საერთაშორისო და საქველმოქმედო ორგანიზაციამ მიიღო მთელ მსოფლიოში და ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიო მასშტაბით.
2005 წლიდან, შიდსთან ბრძოლის საწინააღმდეგო დღის სლოგანად იქცა “stop AIDS. keep the promise”
No comments:
Post a Comment