28 October 2010

გოეთე, ფილოსოფიური გამონათქვამები

სანამ  მის  ფილოსოფიურ გამონათქვამებს გავეცნობოდეთ, ცოტა რამ გოეთეს შესახებ……

დაიბადა შეძლებული ბიურგერის ოჯახში. სწავლობდა ლაიფციგის და სტრასბურგის უნივერსიტეტებში. სტრასბურგში დაუახლოვდა “ქარიშხლისა და შეტევის” მოძრაობას, მალე მისი აღიარებული თავკაცი გახდა. “ქარიშხლისა და შეტევის” პერიოდის გოეთესეულ გმირებში ერთი-მეორეს ერწყმის თავისუფლების პათოსი და უკიდურესი ინდივიდუალიზმი.
დრამის “გეც ფონ ბერლიხინგენის” (1773) გმირის ტრაგედია ისაა, რომ იგი ვერც ფეოდალებს მოსწყდა და ვერც ხალხს დაუკავშირდა ჯეროვნად. რომანში “ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი” (1774) აისახა ტრაგიკული ვითარება იმჟამინდელი გერმანიისა, სადაც “ძალა უსულო იყო, ხოლო სული უძალო” (ენგელსი). ვერთერის ტრაგედია ისაა, რომ ძალზე ბევრი სურს და ძალზე ცოტა შეუძლია. იგი ზედმიწევნით რბილი და “ლირიკული” პიროვნებაა საიმისოდ, რომ ყოფიერების ტრაგიკ. ასპარეზზე ღირსეული მორკინალობა შეძლოს. “ქარიშხლისა და შეტევის” პერიოდში გოეთე წერდა ფილოსოფიურ ჰიმნებს (“პრომეთე”, “მეეტლე კრონოსი”, “განიმედი” და სხვ.). მათ გასდევს გოეთესეული “ნათელი ერესის” კადნიერი იდეა, ღმერთთან ადამიანის სწორფრობის ტენდეცია. მძაფრი პანთეისტური მსოფლგანწყობითვეა გაპირობებული ამ ჰიმნთა სალექსო ფორმა: თავისუფალი, შინაგან ექსპრესიას დაქვემდებარებული, რითმის უგულვებელმყოფელი რიტმიკა.
1775 გოეთე ვაიმარის სასახლის მინისტრი გახდა. გოეთეს ვაიმარული ცხოვრების პერიოდი “მომთმენიანი წინააღმდეგობით” აღიბეჭდა; იძულებით კომპრომისზე წასვლა, “რეზინიაცია” ერთადერთი გზა აღმოჩნდა საიმისოდ, რომ გოეთეს მტრულ ცხოვრებისეულ გარემოცვაში “ფაუსტისა” და სხვა შედევრების შექმნა დასცლოდა. 1789 გოეთე ფარულად იტალიას გაემგზავრა. იტალიაში მან შეძლო ხელოვნებისა და მეცნიერების სიღრმეთა წვდომა. “ქარიშხლისა და შეტევის” იდეოლოგიის რკალის გარღვევა და სინამდვილისადმი რეალისტური-პოზიტიური მიმართების დამყარება. იტალიაში მოგზაურობა საფუძვლად დაედო გოეთეს ვაიმარულ კლასიციზმს.

ფილოსოფია

გოეთე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ფილოსოფიური პოეტია. სპინოზას მსგავსად, იგი ღმერთთან გაიგივებულ ბუნებას მიიჩნევს causa sui-დ ანუ ყოველივეს მიზეზად. უმთავრესი, რასაც გოეთე “სპინოზიზმს” მატებს, არის ის, რომ ბუნება-სუბსტანციას არსებითი თვისების სახით აკუთვნებს მოძრაობას. გოეთეს მოძრაობა წარმოდგენილი აქვს არა მექანიკური დინამიკის, არამედ სიმპათიური და პოეტური “მისწრაფების”, სამყაროს “სასიცოცხლო სულის” სახით. მოძრაობის გამოსახატავად გოეთე იყენებს არისტოტელესა და ლაიბნიცის ტერმინს “ენტელექიას”, ოღონდ ისე, რომ ამ იდეალისტურ ცნებას საკუთრივ შინაარსს უკარგავს. გოეთემ ბუნების დიალექტიკური კონცეფცია შეიმუშავა. მისი დიალექტიკის პრინციპია დაპირისპირება და აღმასვლა, ცენტრალური ცნებებია “მეტამორფოზა” და “პირველფენომენი”. გოეთეს მატერიალური-დიალექტიკური სინთეზისათვის არ მიუღწევია, მაგრამ მძლედ იკაფავდა გზას მისკენ. ესთეტიკაში გოეთე იზიარებს არისტოტელესეულ “მიმეზისის” ანუ ბუნებისადმი ხელოვნების “მიბაძვის” კლასიკურ-რეალისტურ თეორიას.
გამონათქვამები  :)   … ;)
  • მათემატიკოსები ფრანგებივით არიან; როცა მათ ელაპარაკები, ისინი ყველაფერს თავიანთ ენაზე თარგმნიან და შემდეგ უცებ ყველაფერი სულ სხვა რამ არის.
  • ყველაზე სასაცილოა სურვილი, რომ ყველას მოსწონდე.
  • დედამიწა მოსაცდელი დარბაზია იმ ქვეყნად გასამგზავრებლად.
  • მხოლოდ ის არის საუკეთესო მთავრობა, რომელიც გვასწავლის ჩვენი თავის მართვას.
  • არაფერში ისე არ მჟღავნდება ადამიანის ხასიათი,როგორც იმაში,თუ რა მიაჩნია მას სასაცილოდ.
  • კანონი ძლიერია, ოღონდ უფრო ძლიერია გაჭირვება.
  • თუ მიზნისკენ მიდიხარ და გზად შეჩერდები, რათა ყველა ძაღლს ქვა ესროლო, რომელიც გიყეფს, მიზნამდე ვერასოდეს მიაღწევ.
  • ცისარტყელა ცაზე 15 წუთის განმავლობაში რომ ჩანდეს, არავინ მიაქცევდა მას ყურადღებას.
  • იმედი უბედურთა მეორე სულია.   :yes:
  • სიცოცხლე არის ისეთი გამოცდილება, რომლის გამოც სიამოვნებით აღარ ვკვდებით.
  • ჭკვიანების დაცინვა სულელების ბუნებრივ პრივილეგიას წარმოადგენს.
  • მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი.
  • ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობს.
  • მხოლოდ ის ადამიანია სიცოცხლის ღირსი, ვინც დღენიადაგ ბრძოლით მოიპოვებს ცხოვრების უფლებას.
  • შეუძლებელია, ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის შეიძლება დარჩე ადამიანად.
  • ხშირად კარგავენ დროს უსარგებლო ამბების კითხვაში. კაცმა მხოლოდ ის უნდა წაიკითხოს, რაც აღტაცების ღირსია.
  • ყოველდღე უნდა მოისმინო თუნდაც ერთი სიმღერა, შეხედო კარგ სურათს, წაიკითხო ერთი ბრნული აზრი მაინც.
  • სრული ბედნიერების ჟამს თითოეული დღე მთელი სიცოცხლეა!
  • თუკი ჭაბუკი ყველამ შეიძულა,ჩანს,ის რაღაცას წარმოადგენს.
  • დაემორჩილე წყურვილის გრძნობას, წყალი დალიე, მაგრამ ,,წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ” .
  • როცა იდეა მარცხს განიცდის, საქმეში აქტიურად ერთვებიან სიტყვები.
  • ჩვენ არასდროს ვტყუვდებით- ჩვენ თავადვე ვიტყუებთ საკუთარ თავს.
  • არავინ არ იმყოფება ისეთ იუმედო მონობაში, როგორც ისინი, ვისაც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ბოლომდე თავისუფალია.
  • ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დავაპატიმროთ და მივუსაჯოთ უვადო თავისუფლების აღკვეთა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და ის თავის თავში იპოვის პასუხს კითხვაზე- რატომ?
  • სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი,როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი.
  • დიდი რევოლუციის მოხდენაში ხალხი კი არ არის დამნაშავე, არამედ- მთავრობა.
  • სიღატაკის დანახვა შურიანებს არ აშფოთებთ.
  • შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ოღონდ სიბერემდე არ უნდა ვათრიოთ ის.
  • ქალი ყოველი არსის გვირგვინია.
  • თუნდაც აუსრულებელი მაღალი მიზნები უფრო ძვირფასია, ვიდრე აღსრულებული მდაბალი მიზნები.
  • ვინც მარტოობას დანებდება, ის მალე მარტოხელა გახდება.
  • არსებობენ ცრუხელოვანნი – დილეტანტები და სპეკულიანტები. პირველნი ხელოვნებაში იღწვიან გართობისათვის, მეორენი კი – გამორჩენისათვის.
  • შინაგანი სამყაროს გადმოცემა ბგერებით, ყოველგვარ სხვა საშუალებათა დახმარების გარეშე, მუსიკის უდიდესი და უძვირფასესი თვისებაა.
  • ადამიანი იმას აქებს, ვისიც სწორ და ტოლად თავისი თავი მიაჩნია.
  • ადამიანი, რომელიც წვრილმანებისთვის ზრუნავს, სთესს ცრუ-მედიდურობას და მკის სასოწარკვეთილებას.
  • ადამიანი თავისთავს ცნობს არა გონების თვალით, არამედ გამოცდილებით, ისიც მხოლოდ მაშინ, როცა შეუდგება მოვალეობის აღსრულებას.
  • ადამიანის თვისებაა ჰკიცხოს ყოველივე ის, რის უნარიც თვითონ არა აქვს.

No comments:

Post a Comment