31 October 2010

კიბოს წამალი – მსოფლიო გადატრიალება

ამ ადამიანმა გამოიგონა კიბოს წამალი, რომლის რეცეპტის მისაღებად 500 მილიონს თავაზობენ.ექიმი არ ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი სიზმარში მაქვს ნასწავლი. მოხდა ასე – 1985 წელს ძალიან მძიმედ ვიყავი ავად. იმდენად მძიმედ, რომ ჩემი გადარჩენა საეჭვო იყო. ჩამოვედი თბილისში და პროგესორ გელა მუხაშავრიასთან მივედირესპუბლიკურ საავადმყოფოში., ოპერაცია მინდოდა გამეკეთებინა. მუხაშავრიამ ოპერაცია არ გამიკეთა. მე არ მითხრა პირადად, მაგრამ ჩემებს უთხრა: მაგას სიმსივნე აქვს სწორ ნაწლავზე ბოლო სტადია, წაიყვანეთ და სანამ იცოცხლებს, იცოცხლებსო. მკვდარი წამოვედი იქიდან და თელავში რომ ჩამოვედი, იმ საღამოს ვნახე სიზმარი. გამომეცხადა ანაფორაში გამოწყობილი წვეროსანი, ხელში ჯოხი ეჭირა და რაღაც მცენარეებზე მიმითითებდა.
მერე ხმა გავიგე: “ეგ არის შენი წამალი, წადი მთა-თუშეთში და ნახეო”. ვტრიალებდი, იმიტომ, რომ ამ ანაფორიანი კაცის უკან ვიდექი და მინდოდა, მისი სახე დამენახა, მაგრამ ისიც ტრიალებდა და არ დამანახა სახე. რომ გამეღვიძა, წავედი მთა-თუშეთში. ახლა, სიზმარში ნანახს ყველაფერს ვერ დაიხსომებ, მაგრამ მივამგვანე და მოკრეფილი მცენარეებისგან რამდენიმე კონა შევკარი. წამოვედი სახლში, მაგრამ არ ვიცი – რომელი მცენარე რა არის, როგორ უნდა დავამზადო და როგორ უნდა მივიღო. ამიტომ, ერთი დღე ერთს ვიდუღებდი, მეორე დღეს მეორესა და ასე ვსვამდი. პირველი, რაც მოვიდუღე, შავი ნახარში გამოვიდა და რომ დავლიე, კუჭში თითქოს რაღაც გაიხსნა მაგრამ კუჭის მოქმედება მაინც არ მქონდა. ამიტომ ოყნა გავიკეთე და ერთი საათ-ნახევარი დავწექი. საათნახევარში რომ გახეთქა, წეთ ვედრამდე სისხლი და ჩირქი გამოვიდა იქიდან. შემეშინდა და ველოდებოდი სიკვდილს. მეთქი, ნაწლავები გავიფუჭე, მაგრამ მეორე დღეს ცოცხალს გამეღვიძა.
ვიფიქრე, მოდი ერთ ჭიქას კიდევ დავლევ-მეთქი და კიდევ ეავლიე ის შავი ნახარში. მესამე ცდღესაც ცოცხალს გამეღვიძა, მეოთხე დღესაც და ასე უკან დაიხია სიკვდილმა… მაგრამ საქმე ის არის, რომ მე მაინც არ ვიყავი კმაყოფილი – მართალია მამეხსნა ტკივილები, მუცელი დამიპატარავდა მარა ვგრძნობდი, რომ ბოლომდე არ იყო კუჭ-ნაწლავი გასუფთავებული. ამიტომაც, მოვადუღე მთა-თუშეთიდან წამოღებული სხვა მცენარე, მივიღე თეთრი ნახარში და დავლიე. იმან სულ მთლად დაწმინდა შიგნით ყველაფერი. ამიტომაც, მივყევი და იეს ორივე ნახარში მონაცვლეობით ვიხმარე. ექვსი თვის შემდეგ ჩამოვედი თბილისში, ხელახლა გავიარე გამოკვლევები და სწორ ნაწლავზე სიმსივნე კიარა, კაი ჯანმრთელ კაცსა არ ექნება იგეთი მდგომარეობა, მე რომ მქონდა.
–ამის შემდეგ გადაწყვიტეთ წამალი დაგემზადებინათ?
არა შვილო, რა წამალი. იმის მერე 15 წელი იმ წამლისკენ აღარც გამიხედია. ე3რთხელაც, ჩემი ბიძაშვილის გოგო გახდა ცუდად – მასტოპათია ჰქონდა ძუძუზე, ცხელ წყალში იბანავა და ხერხემალზე ეცა. პარალიზებული გახდა ეს გოგო და ტკივილები დასჩემდა იგეთი, რომ სულ კედლებზე ახოხებდა. ექიმებმა სთქვეს, რომ ეს ისე დაასრულებს სიცპცხლეს, ფეხზე ვერ გაივლისო და მორფი დაუნიშნეს. არადა, რაც განვიკურნე, ხომ გეუბნებით, – 15 წელი იყო გასული და თავი მაქვს დანებებული ამ წამალზე. მაშინ დავამზადე ეს წამალი მეორედ, მივეცი ამ გოგოს. აღარც მორფი დასჭირდა და ერთ თვეში ფეხზე დადიოდა. მაშინ ვთქვი, ამ წამალს ვინ გადააგდებს?! და მოვკიდე ხელმეორედ ხელი. ნემსების დამზადება მას მერე დავიწყე… მარანემსების დამზადება მე არ ვიცოდი, არც გასტერილება, არც გაფილტვრა. პირველად რომ გავაკეთე ნემსი, გაუფილტრავი გავიკეთე. იგეთი მტკივნეული იყო, დღეწსაც მატყვია მარჯვენა მხარეს ჩალურჯებული ადგილები. მერე ყველაფერი დავაზუსტე, დავსპეცდი და დღესდღეისობით ხალხი ხმარობს ასე და არავის ნანემსარიც არ ეტყობა. იმდენი სამადლობელი წერილები მაქვს. მერე ის იყო, რომ ნუგზარ ჯოგლიძე ჩამოვიდა ჩემთან თელავში. ცნობილი მკვლევარი, ვინც გამოიკვლია ჩემი წამალი. ჯოგლიძე რატომ ჩამოვიდა ჩემთან არ იკითხავთ? პირველად ნახა ჩემგან ამ წამლით განკურნებული გაფანტული სკლეროზი… მაშინ მე არც ვიცოდი რა იყო გაფანტული სწკლეროზი. ჯოგლიძემ მითხრა, წამიყვანე და ის კაცი მაჩვენე, მეტი არაფერი მინდა შენგანო. წავიყვანე მატანში და ის ბიჭი, გაფანტული სკლეროზი რომ ჰქონდა, დედამისი იყო მარტო. ეკითხება ჯოგლიძე, შენ ამბობ რომ შენი შვილი განიკურნა და რას ატყობ ისეთსო. ამ ქალმა უთხრა, რას ჰქვია რას ვატყობო, ფეხზე ვერ დგებოდაო, ეზოში თუ გავიდოდა, გალავანს მიჰყვებოდა ხელის ცეცებით, ახლა კიდევა საქეიფოდ არის წასულიო. ჯოგლიძემ უთხრა: ქალბატონო, მე ახლა საგონებელში ვარო, ეს თუ გამართლდა, რასაც ახლა თქვენ იძახით, ეს კაცი ნობელის პრემიის ლაურეატი არისო. იცით ალბათ, რომ გაფანტულ სკლეროზს ვერ კურნავენ ვერსად მსოფლიოში, დიდი-დიდი, მდგომარეობა გაუუმჯობესონ.
–რაიმე აღრიცხვიანობას ატარებთ?
ყველაფერს ვიწერთ მაშ! აი, ზუსტად გუშინ მოვიდა გაფანტულსკლეროზიანი თავისი ფეხით. პირველად რომ მოვიდა, სავარძელში იჯდა და ისე შემოაგორეს, ვერ დგებოდა ფეხზე. ექიმებმა უთხრეს, რომ დიდი რამე იქნება, რომ შენ როგორც ხარ სკამში, ისე დარჩეო. დღეს კი არ დადის, დარბის. აი, იმ მატანის შემდეგ დაიწყო ჩემი პრეპარატის კლინიკური კვლევა ჯანდაცვის სამინისტრომ. ეს წამალი გამოკვლეულია ყველანაირად, თაგვებზე სცადეს, მერე ადამიანებზეც. პირველად რომ თაგვებზე სცადეს, ლაბორატორიაში მითხრეს, ასეთი რამე მანამდე არ შეგვხვედრია – დოზას ვზრდით, რომ ღვიძლი უნდა გაუხეთქოს თუ რაღაცა, მაგრამ გახეთქა კიარა, ბეწვი უფრო დაუბზინდათ თაგვებს, უფრო ლამაზები გახდნენ, უფრო დათამამდნენო. ხუმრობდნენ, ლაბორატორია ქვემოთ აქვთ, თვითონ მე-7 სართულზე არიან და ემანდ, აქარ ამოგვიცვივდნენ თაგვები, ისეთ დღეში ნიყვნენო. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ჩვენ ამ წამლით, ხალხთა საშუალო სიცოცხლე უნდა ავიყვანოთ ას წლამდე. ჩვენ ამ წამლით საერთოდ ხალხში ავადმყოფობა უნდა მოვსპოთ. ვის რა სჯერამს, არ მაინტერესებს, იმიტო რო ამას ხალხი იყენებს და საქართველო ბედნიერია დღესა, იმიტო რო ეს პრეპარატი აქვს. აი, ამ წამალს აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება. მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს არა ჰღირსებია ასეთი რამე. არა ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ასეთი წამალი ჩაეგდოს ვისმეს ხელში. სახვეწარი ჩვენ კი არა გვაქვს საზღვარგარეთთან, იმათ აქვთ სახვეწარი ჩვენთან, ეს წამალი რომ წაიღონ აქედანა.
–კარგით, ახლა მივადექით მთავარს, რას ჰკურნავს თქვენი პრეპარატი?
ვერცერთი სხვა პრეპარატი ვერ სპობს კიბოს მეტასტაზებს, ეს სპობს და ვერცერთი ადამიანი ამას ვერ დაუდგება წინ. კიბოს ჰკურნავს სრულებითა 1 – 3 სტადიაში, მე-4 სტადიაში არ ვიცი. არჩენს ძუძუს, ფილტვების, კუჭ-ნაწლავისა და სხვა სიმსივნურ დაავადებებს, სისხლის გათეთრებას, ღვიძლის ციროზს l და ll სტადიაში, “ც” ჰეპატიტს, ნარკომანიასა და ა. შ. ძალიან კარგია პანკრეასის ჯირკვალზე და დიაბეტზე. ჩემს პრაქტიკაში იყო შემთხვევა, როცა შიდსიანი განვკურნე და დღეს ამ შემთხვევას სწავლობენ. ძალიან კარგ შედეგს იძლევა სექსუალურ დარღვევებზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მედიცინას დღეს უკეთესი საშუალება არ გააჩნია. ვფიქრობ, რომ მისი სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ გამოსაკვლევი და დასადგენია. როცა სრულიად ჯანმრთელი დამიანი იწყებს ამის გაკეთებას, უნდა გაიკეთოს წელიწადში ორჯერ. ამბობენ, 10 წლით მაინც აკლებს ასაკსო. მე ეგ არ ვიცი რამდენი აკლდება, მაგრამ მე ერთი რამე ვიცი, რომ ას წლამდე უნდა ავიყვანოთ ხალხთა საშუალო ასაკი. ერთი მოვიდა დასავლეთ საქართველოდან პროფესორი და ვეუბნები, ეს წამალი კურნავს 12 დაავადებას ერთდროულად მეთქი. მიპასუხა, არა მჯერაო. მისსავე მოყვანილ პაციენტებზე დავუმტკიცე, როგორ ფილტრავს ეს პრეპარატი სისხლსა. გაფილტრული სისხლი კიდევ იცით რა არის?შენს დაზიანებულ კერას ეეღხელ გაივლკის, მეორედ და მესამედ და გააქვს ყველა დაზიანება.
–ფორმულა გასაიდუმლოებულია?
რა თქმა უნდა. მე იცი რაზე ვწუხვარ? მე აი ესა ფულაობისთვის კი არ მინდა. მე თუ ფულაობა მინდა, ეს წამალი ვიცი რაცა ღირს და დავაფასებდი იმას. მე იმდენი მუქთა ხალხი მყავს, იმდენი უბედური მყავს, იმდენი რამე, ზოგს პურის ფულიც არა აქვს და ფული როგორ უნდა გამოვართვა იმას. დღეს ერთი მოვიდა, გავატანე 6 ფლაკონი. კაპიკი არ გამომირთმევია. ეს ერთი წელიწადი ძლებს, არაფერი არ მოუვა. ახლა დანადგარები ჩამამაქვს, ხალხს უნდა მივხედოთ, ხალხს! ხალხი ცოდოა. მე გეტყვით ერთ რამეს: გურჯაანიდან დამირეკა ჩემმა გოგომ – ვიღაცისთვის წნევა დაურტყამს და თბილისში ჩამაუყვანიათ ერთერთ კლინიკაში. იქ უთქვიათ, 18 000 ლარი უნდა მოიტანოო. წამოსულან, ზოგი სახელმწიფო დახმარებიათ, ზოგი ნათესაობა და 13 000 მიუტანიათ საავადმყოფოში. ეგ არ ეყოფა, 5 000 კიდევ უნდა მოიტანოო, თუარადა ჩვენს წამლებს აღარ მივცემთ და მოკვდებაო.
მითხარით, რა უნდა ქნას ადამიანმა?! მე იცით რა მინდა? მოდით, ერთად დავდგეთ და საქართველოს ვუშველოთ. მე მინდა საქართველოსთვის ეს წამალი. ჩემი ქვეყნისთვის მინდა, ჩემი სამშობლოსთვის, თუ ვინმე გაოგებს გაიგოს! თუ ვერ გაიგებს კიდევა, არ მაინტერესებს. საბერძნეთში 25-ჯერ აქვთ ეს წამალი წაღებული. მოსკოვში 12-ჯერ აქვთ წაღებული.. გერმანიაშია ერთი პროფესორი – დავით ქობალია. იქ 19 წლის ბიჭს ჰქონდა 6 თვის ოპერაცია გაკეთებული, რომელიც არა ხორცდებოდა. ეს წამალი მიუცია იმ ბალღისთვის. მე-14 დღეზე შეუხორცდა და მთელი პროფესორები გაოცებულები დარჩენილან, რამ უშველაო. მე ლიცენზია არ მქონდა იმ ხანებში და ისე წაუღია, ამიტომაც ვერ გამოუჩენია – მარტო იმ პროფესორმა იცოდა და ბიჭის მშობლებმა. ახლა ლიცენზია მაქვს. რატომ ჩამამაქვს ეს დანადგარები იცით? საქართველო უნდა დავაკმაყოფილოთ ჩვენ პირველ რიგში. მერე ქობალიამ მითხრა და ერთი რამე მაქვს გეგმაში. საქართველო ჩემთვის აფხაზეთიც არის და ოსეთიც. აფხაზეთის საზღვარზე რომ გავხსნათ წს პუნქტი, აფხაზებსა და ქართველებს შორის ძალიან დიდი პოტენციალი არის შერიგებისა. ახლავე მთხოვენ აფხაზები და კითხულობენ, ჩვენ მოგვცემს ეს კაცი წამალსო? გაგებული აქვთ, გალიდან გადმოდიან და მიაქვთ. იმათ უთქვიატ, რომ ჩვენ მოგვცემსო? რატომაც არ მივცემ! აფხაზებსაც მივცემ, ოსებსაც მივცემ და საერთოდ, სუყველას მივცემთ ამ წამალს. რას მიქვია, რუსებსაც მივცემ! პოლიტიკასთან არ შეწიძლება გავაიგივოთ მკურნალობა.
–პოლიტიკოსები თუ დადიან თქვენთან?
პოლიტიკოსი არავინ არ მოსულა, მომღერალი ტატიშვილი იყო, კიდევ სოსო ჯაჭვლიანი, ძაან კმაყოფილები დარჩნენ. მე უფრო უბრალო ხალხის ამბავი მადარდებს. აი, დავჯდები ხოლმე ხანდისხანობით და ვფიქრობ, მე რატომ გამამეცხადა ეს კაცი სიზმარში, ექიმს ან ვისმე ნასწავლ კაცს რომ სჩვენებოდა, იქნებ უკეთესი ყოფილიყოთქო. მარა, “იქ” უკეთესად იციან. ერთი დაავადება არის, რომლითაც შვიდ მიოიონში ერთი ადამიანი ავადდება, არ მახსოვს სახელი. თირკმლებს აზიანებს და სპობს ორგანიზმს. ძალიან დიეტა გინდა, ძაან გაფრთხილება, რომ გადარჩეს კაცი. საქართველოში ასეთი ერთი კაცი ყოფილა, რომელსაც სამინისტროში უმუშავია, არ ვიცი რომელში ოღონდ, დიდ ადგილზე. მე 95% დიდი იმედი მაქვს, რომ უნდა ვუშველო მაგ კაცს, მაგრამ სად ვნახო არ ვიცი. სპეციალურად ახლა დავავალე ერთს, რომ გამიგოს, ვინ არის ის კაცი და ის კაცი უნდა განვკურნოთ ჩვენა. ის არავის არ განუკურნია დედამიწაზე და ჩვენ უნდა განვკურნოთ იცოდეთ. მუქთად ვმკურნალობთ, არაფერი არ მინდა.
–იმედია… ამ სტატიას რომ წაიკითხავს, თვითონ მოგაგნებთ?
თელავში ვიღებ ავადმყოფებს, თბილისშიმ კიდევა კვირაში სამჯერ ჩამოვდივარ და ისნის ნმეტროსთან, აწყურის ქ. #31(ა) – ში ვზივარ. ის კაცი მე უნდა განვკურნო.
–პრეპარატის გაყიდვაზე უარი რატომ განაცხადეთ?
500 მილიონი კიარა, 500 მილიარდადაც მე სამშობლოს ვერ გავყიდი! მოვიდნენ აქ, ვიღაც ფარმასინდიკატის წარმომადგენლები იყვნენ და თანხა თქვიო. მე ვუთხარი, არაფერსაც არ ვიტყვი მეთქი. მერე თვითონ დაწერეს 500 და ექვსი ნული მიაწერეს. საფულაოდ რომ მინდოდეს, მე ვიცი რასაც ვიზამდი, მაგრამ არ იქნება ასე. ზემოდან იყო სიზმარი და ახლა მე ის სიზმარი ფულზე გავყიდო, ხომ უნდა დაიწყევლოს მთელი ჩემი ჯილაგი?
დასასრულ, “ქრონიკა” მხოლოდ ერთს დასძენს – სიტყვებს ცნობილი ნობელიანტის, პროფ. ფასბინდერის 1975 წლის გამოსვლიდან, რომელიც მან ოსლოში გამართულ კონფერენციაზე წარმოსთქვა: “კიბოს პრეპარატი XXl საუკუნეში შეიქმნება კავკასიაში და მისი ავტორი ექიმი არ იქნება! მისი ავტორი ის იქნება, ვისაც დაავადების დასახელება და სპეციფიკა ხეირიანადაც არ ეცოდინება. ეს იქნება სილის გაწვნა მედიცინისთვის და ეს იქნება შვება კაცობრიობისათვის!”

No comments:

Post a Comment