30 November 2010

შენ ხარ გმირი…

განდიდების მანია გაქვთ ვინმეს? ოცნებობთ გახდეთ გმირი და სამყაროს გადამრჩენი? გინდათ თქვენზე ყველა ლაპარაკობდეს? მაშინ ეს პოსტი შენთვისაა. გააგრძელე და ყველაფერს მიხვდები

27 November 2010

"ჩემს საფლავზე ნახევარი საქართველო მოვა"

თითქმის ოცდახუთი წელი გავიდა მამა გაბრიელის გარდაცვალებიდან. მას მერე ბევრი ითქვა და დაიწერა ამ წმინდა ბერზე. თითქოს რა უნდა ითქვას ახალი? მაგრამ, როცა ამ სტატიას ვამზადებდი, ბევრი ისეთი მარგალიტი "აღმოვაჩინე" მასზე დაწერილ მოგონებებსა თუ საკუთარ მეხსიერებაში, მიხარია, მათ შესახებ რომ უნდა მოგითხროთ. სიმდაბლე ენით აუწერელი სიმდაბლე ჰქონდა ბერ გაბრიელს. როცა საცხოვრებლად სამთავროს დედათა მონასტერში გადავიდა, სენაკად ხის ძველი საქათმე აირჩია.”აქ გაბრიელ ბერმა უნდა იცხოვროს და არავინ გაბედოს შესვლაო,”- გამოუცხადა დედებს.

† პირველი ქრისტიანები †

იოანე ღვთისმეტყველის გარდაცვალებით დასრულდა ქრისტიანობის პირველი საუკუნე, რომელსაც მოციქულთა საუკუნე ეწოდა. ყველამ, ვინც იხილა განხორციელებული სიტყვა ღვთისა – იესო ქრისტე – და მოუსმინა მას, უფალში განისვენა, მაგრამ მაცხოვრისგან მიღებული ძალაუფლება მოციქულებმა თავიანთ მოწაფეებს გადასცეს. ამიერიდან მათ უნდა ექადაგათ სახარება დედამიწაზე, აღესრულებინათ საიდუმლონი და ღვთის სიტყვის შემწყნარებელნი ყოვლადწმინდა სამების სახელით მოენათლათ.

ტუტანხამონის DNM, რა აღმოაჩინეს ფარაონის გენში? თავსატეხი ამოხსნილია…

ტუტანხამონი ძნელია გაიხსენო ძველი ეგვიპტის უფრო ცნობილი ფარაონი! მას შემდეგ რაც 1922 წელს მაფეების სამარხში არქეოლოგმა ჰოვარდ კარტერმა აღმოაჩინა მისი საფლავი, მუმია და ჯერარნახული განძი, რომელიც იქ ხელუხლებელად ინახებოდა, ანუ უკვე 70 წელზე მეტია, ეგვიპტოლოგები დაობენ ამ ახალგაზრდა მეფეზე, რომელიც 33 საუკუნის წინ სამეფო ტახტზე 9 წლისა ავიდა და 19 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვინ იყვნენ მისი მშობლები? მართლა დახოცეს თუ არა ისინი, როგორც ამას მეცნიერები ვარაუდობენ?

26 November 2010

საინტერესო ფაქტები-ოსკარი 2010

2010 წლის 7 მარტს გაიმართა ოსკარის დაჯილდოების ცერემონია. ცერემონიას დაარსების დღიდან თავისი განსაზღვრული და მკაცრი წესები აქვს, რომელიც  წლების მანძილზე არ შეცვლილა.

25 November 2010

მადლმოსილი ცეცხლი

წმინდა ცეცხლის ლიტანიობა დიდი შაბათის მწუხრის მსახურებას უკავშირდება, - ეს ის დღეა, როდესაც უფალი ჯოჯოხეთში ჩავიდა, საფლავნი განიხვნენ და მრავალი განსვენებული წმინდანის სხეული აღდგა (მთ. 27, 52)

ოქროზე ეს იცოდით?

ოქრო უნიკალური და ჯადოსნური მეტალია. ოქრო დაკავშირებულია ვერძის ნიშანთან, ცეცხლის სტიქიასთან და ომის ღმერთ მარსთან. მარსს უყვარს ქალები, ყოველთვის მზადაა დაიცვას ისინი მტრებისგან და მფარველობა გაუწიოს მათ. ქალები ოქროს მხოლოდ სილამაზის და ფასის გამო არ აფასებენ.

24 November 2010

Micro Sonic Grenade: შური იძიე მოყვასზე!

გაჯეტი სახელად Micro Sonic Grenade რეზინის კორპუსშია მოთავსებული და ტაიმერითაა აღჭურვილი. დააყენეთ იგი 5, 30 ან 60 წამზე და დაუგდეთ ფეხებში ადამიანს, რომელზეც შური გინდათ იძიოთ.

22 November 2010

გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს (23 ნოემბერი)

გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს, მისი მადლი და ძალა გფარველობდეთ მუდამ თქვენ და სრულიად საქართველოს!

15 November 2010

ექიმები ხუმრობენ

რამოდენიმე სახალისო ამონარიდი ავადმყოფების ისტორიებიდან

04 November 2010

იოანე ზოსიმეს წერილი გაშიფრულია

იოანე-ზოსიმეს “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”, მეათე საუკუნის ხელნაწერია. “ქართული ენა, უფლის ენაა, მეორედ მოსვლის შემდეგ ღმერთი ქართულად განიკითხავს.” ასე განმარტეს იგი ქართველმა ენათმეცნიერებმა _ მისმა მპოვნელმა ალექსანდრე ცაგარელმა, კორნელი კეკელიძემ და პავლე ინგოროყვამ. ტექსტზე მათ გარდა მუშაობდნენ გრიგოლ რობაქიძე, აკაკი ბაქრაძე, რამაზ პატარიძე და სხვა ენათმეცნიერები. შინაარსიდან გამომდინარე, ხელნაწერი რწმენისა და ქართული ენის საგალობლად ჩაითვალა და რელიგიური მნიშვნელობაც შეიძინა. ამიტომაც, მისდამი არა მხოლოდ მეცნიერთა, არამედ ფართო საზოგადოების ყურადღება დღემდე არ ცხრება.

03 November 2010

ქრისტიანობა

ქრისტიანობა – ქრისტეს მოძღვრება, სამთაგან ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია ბუდიზმთან და ისლამთან ერთად. მას სამი ძირითადი მიმართულება აქვს: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა. საერთო ნიშანი, რომელიც აერთიანებს ქრისტიანობის სხვადასხვა დენომინაციებს, არის რწმენა იესო ქრისტესადმი, როგორც ღმერთკაცის, მსოფლიოს მხსნელის, სამების მეორე პირის განმასახიერებლისადმი.

02 November 2010

ნოდარ დუმბაძე

ნოდარ ვლადიმერის ძე დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. მამა — ვლადიმერ ივანეს ძე დუმბაძე საქართველოს კომუნისტური პარტიის მაიაკოვსკის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, დედა — ანა ივანეს ას ბახტაძე — დიასახლისი.
ნოდარ დუმბაძის მოთხრობებიდან ამონარიდები მცირე ნაწილები გაგრძელებაში(გახალისდებით)