ოქრო უნიკალური და ჯადოსნური მეტალია. ოქრო დაკავშირებულია ვერძის ნიშანთან, ცეცხლის სტიქიასთან და ომის ღმერთ მარსთან. მარსს უყვარს ქალები, ყოველთვის მზადაა დაიცვას ისინი მტრებისგან და მფარველობა გაუწიოს მათ. ქალები ოქროს მხოლოდ სილამაზის და ფასის გამო არ აფასებენ.
ჯერ კიდევ წინაისტორიულ პერიოდში ქალები ინტუიციურად მიხვდნენ, რომ ოქროს მორთულობები და ამულეტები მათ უფრო მომხიბვლელს, ენერგიულს, ჯანმრთელს ხდიდა და რთულ სიტუაციებში საფრთხისგან იფარავდა. ოქრო კეთილგანწყობილია მხიარული, ოპტიმისტი ბუნების ქალების მიმართ, თუმცა კეთილშობილი მეტალი პესიმისტებსაც არ ტოვებს განაწყენებულს, იგი მათ იცავს ენერგიის და ძალების არასასურველი დახარჯვისგან.
ოქრო და ასტროლოგია.
ოქროს მუდმივად ტარება რეკომენდებულია ლომების, ვერძების და ხბოებისთვის ცეცხლი-მიწის ან ჰაერი-ცეცხლის კოსმოგრამით. თუ მშვილდოსანს, მერწყულს, თხის რქას, მორიელს და ტყუპებს ცეცხლი-მიწა ან ცეცხლი-ჰაერი კოსმოგრამა აქვთ, მათ კარგი დამოკიდებულება აქვთ ოქროსთან, მხოლოდ ნაკეთობები პერიოდულად უნდა მოიხსნან. დანარჩენებს დროდადრო შეუძლიათ ოქროს ტარება. წყლის და ჰაერი-წყლის კოსმოგრამის ადამიანებმა ოქრო არ უნდა ატარონ. თევზების და კირჩხიბებისთვის რეკომენდებულია თეთრი ოქრო.
ოქრო და მემკვიდრეობა
ოქრო კარგად ინახავს მემკვიდრეობით ინფორმაციას, ამიტომ ოქროს მემკვიდრეობით გადაცემისას, მის მფლობელს წინაპართა სულები იცავს. მიცვალებულებს ოქროს ხსნიან გარდაცვალებიდან 3 დღეში, ინახავენ და მისი გაკეთება შეიძლება 40 დღის შემდეგ. მიცვალებულებისთვის ოქროს ჩატანება არ არის რეკომენდებული. მოპარულ ან უპატიოსნო გზით მოპოვებულ ოქროს უბედურება მოაქვს.
“ოქროს” რჩევები
გაითვალისწინეთ, რომ სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ოქრო სხვადასხვა ზემოქმედებას ახდენს. ოქროს ჯაჭვები და გულსაკიდები შველის გულის არითმიისას, ადამიანს ამშვიდებს. ოქრო ესაჭიროებათ ემოციურ, მგრძნობიარე და აღგზნებად ადამიანებს, რომელთაც ხშირად ეცვლებათ ხასიათი, ასევე ადამიანებს, რომელთა სამუშაო დაკავშირებულია ნერვულ დაძაბულობასთან.
ოქროს ე. წ. “პერსტენი” საქმიანი ადამიანებისთვის კარგი თილისმაა. იგი აძლიერებს ადამიანის თვითდაჯერებულობას, ეხმარება დაბრკოლებათა, ცხოვრებისეული სიძნელეების გადალახვაში. ოქროში ნათლად გამოხატული მზის ენერგია მბრძანებლობს უსახელო თითზე, ამასთან მზე მართავს სიყვარულის ნიშანს ლომს, ამიტომ საქორწინო ბეჭედს ატარებენ უსახელო თითზე. მოერიდეთ ჯვრისწერისას წინაპართა ბეჭდების გამოყენებას, განსაკუთრებით თუ მათი ქორწინება უიღბლო იყო. ოქროს საყურეები მიიჩნევა გოგონათა მფარველად, ამიტომ მათ ყურებს ადრეულ ასაკშივე უხვრეტდნენ.
როგორ გავწმინდოთ ოქრო
დროთა განმავლობაში ოქრო და მისი ნაკეთობები კარგავენ ბრწყინვალებას. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ამ დროს ოქრო სამკურნალო თვისებებს კარგავს, მაგრამ ცდება, რადგან უბრალოდ დაჟანგვის რეაქცია მიმდინარეობს. თუმცა 999 სინჯის ოქრო მრავალი წლის შემდეგაც არ კარგავს ბრწყინვალებას. სახლის პირობებში ოქროს ნაკეთობები გაწმინდეთ შემდეგი ხსნარით: ნიშადურის სპირტის 1 წვეთი, კბილის პასტის ბურთულა, თბილი საპნიანი წყალი და შემდეგ ფლანელის ნაჭრით გააპრიალეთ.
No comments:
Post a Comment