26 November 2010

საინტერესო ფაქტები-ოსკარი 2010

2010 წლის 7 მარტს გაიმართა ოსკარის დაჯილდოების ცერემონია. ცერემონიას დაარსების დღიდან თავისი განსაზღვრული და მკაცრი წესები აქვს, რომელიც  წლების მანძილზე არ შეცვლილა.

 ყველას გასაოცრად წლევანდელმა დაჯილდოებამ უამრავი ცვლილება განიცადა.
წინა წლებისგან განსხვავებით საუკეთესო ფილმის ნომინაციაში წარდგენილი იყო    არა ხუთი, არამედ ათი ფილმი, რითაც მეტ და განსხვავებული ჟანრის  ფილმს მიეცა წარმოჩენის შანსი.
ასევე შემცირდა სამადლობელი სიტყვებისთვის განკუთვნილი დრო, მისი ჩაწერა შესაძლებელი იყო  კულისებს მიღმა.
გამარჯვებულები ვალდებული არ იყვნენ, მაშინვე დაბრუნებოდნენ თავიანთ ადგილებს, მათ შეეძლოთ თავი მოეწესრიგებინათ სცენის უკან მოწყობილ უზარმაზარ სარკეებიან, ცოცხალი ყვავილებით მორთულ მწვანე ოთახში, სადაც დამონტაჟებული იყო მონიტორები, რომელზეც გადიოდა დაჯილდოების ცერემონია, ამის შემდეგ დაბრუნებოდნენ თავიანთ ადგილებს.
"საუკეთესო საუნდთრეკის" ნომინანტები ადრე ცოცხლად ასრულებდნენ სიმღერას, წელს კი მხოლოდ დამონტაჟებული ვიდეო გავიდა და ეს დრო დაეთმო პროფესიონალი მოცეკვავეების შოუს.
და კიდევ საინტერესო ფაქტები წლევანდელი ცერემონიიდან:
1. პირველად "ოსკარის" ისტორიაში "საუკეთესო რეჟისორის" პრიზი ქალს -ქეთრინ ბიგელოუს ერგო;
2. წლევანდელ ოსკარს მაყურებელთა რეკორდულმა რაოდენობამ-41, 3 მილიონმა ადამიანმა უყურა;
3. სანდრა ბალოკმა მიიღო პრიზი "საუკეთესო მსახიობი ქალი", თუმცა მანამდე ის ყველაზე ცუდ მსახიობადაც დაასახელეს;
4. კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიაზე არ დაუშვეს  ფილმ "ქარიშხლის მბრძანებელის" ოსკაროსანი პროდიუსერი  ნიკოლას კარტიე, მან ჟიურის გაუგზავნა ელექტრონული წერილი, რომ ოსკარი მისი ფილმისთვის მიეცათ;
5. ლაურეატებს აუკრძალეს მადლიერების სიტყვების "გმადლობთ დედა" წარმოთქმა;
6. საშა ბარონ კოენი არ დაუშვეს ცერემონიაზე, რათა თავიდან აეცილებინათ მისი ექსტრავაგანტული გამოხტომები;
7. ოსკაროსანი გახდა ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ფილმი "ქარიშხლის მბრძანებელი", რომელიც კინოგაქირავებაში ჩავარდა;
8. ფილმი "ავატარი", რომელმაც "ტიტანიკის" რეკორდი მოხსნა კინოგაქირავებიდან მიღებული შემოსავლის რაოდენობით, დამარცხდა დაბალბიუჯეტიან ფილმთან "ქარიშხლის მბრძანებელი".

No comments:

Post a Comment